დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი "ვექტორი"

Продвигайте также свою страницу

 ხელწერის "გრაფიკული" ექსპერტიზა

     თითოეული ადამიანის ხელწერა განუმეორებელი და ინდივიდუალურია, რომელიც ფორმირდება ადრეული ასაკიდან, ხოლო შემდგომ ზრდასრულ ასაკში კი განიცდის მხოლოდ უმნიშვნელო ტრანსფორმაციას. ხელწერის (გრაფიკული) ექსპერტიზა რთული სკურპულოზური პროცესია და მოითხოვს ექსპერტ- გრაფიკოსის მაღალ პროფესიონალიზმს. 

     გრაფიკული ექსპერტიზის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ:


 • გამოსაკვლევი ტექსტი, ხელმოწერა შესრულებულია თუ არა ამა თუ იმ კონკრეტული პირის (პირების) მიერ;


 • ხომ არ არის ხალნაწერი ტექსტი და ხელმოწერა შესრულებული განზრახ დამახინჯებული (შეცვლილი) ხელით, ან მარცხენა ხელით;


 • ხომ არ არის ხელმოწერა შესრულებლი სხვა პირის მიერ მიმსგავსების გზით;


 • და სხვა.


       ჩვენთან ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში დამკვეთმა საეჭვო (სადაო) გამოსაკვლევ ხელნაწერთან და ხელმოწერასთან ერთად შედარებისათვის უნდა წარმოადგინოს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ხელწერის და ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშები, რადგან ნიმუშების სიმრავლე განაპირობებს ექსპერტის დასკვნის კატეგორიულობის შესაძლებლობას, ამასთან ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნიმუშების ხანდაზმულობა სასურველია არ აღემატებოდეს 5-8 წელს. თუკი არსებობს შესაძლებლობა, თავისუფალ ნიმუშებთან ერთად შედარებისათვის საჭიროა ასევე წარმოდგენილ იქნას პიროვნების ხელნაწერისა და ხელმოწერის ექსპერტიმენტალური ნიმუშები. 
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გრაფიკული ექსპერტიზა ტარდება მხოლოდ გამოსაკვლელი და წარმოდგენილი ნიმუშების დედნებზე დაყრდნობით.

 
«  ნოემბერი 2014  »
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
თანამშრომლობისთვის ვიწვევთ საადვოკატო ბიუროებს, სასამართლო საგამოძიებო ორგანოებს, სადაზღვევო კომპანიებს, სამედიცინო დაწესებულებებს და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს.
kanon
old-telephone
218 24 47
214 41 62
5 77 40 41 52